მთავარი სილამაზე რატომ იმატებენ წონაში 40 წლის შემდეგ და როგორ გამოვასწოროთ ეს?

რატომ იმატებენ წონაში 40 წლის შემდეგ და როგორ გამოვასწოროთ ეს?

by Keti

ზედმეტი წონის არარსებობა, არამხოლოდ სიმსუბუქეა, არამედ პირველ რიგში ჯანმრთელობა. ეს საკითხი ასაკთან ერთად გაცილებით აქტუალური ხდება, როცა სხვადასხვა ცხოვრებისეული აქტივობა მცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია წონის კონტროლი. არ დაუშვათ ცხიმების ჩალაგება არასაჭირო ადგილებში.

ზედმეტი წონის მიზეზები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღვარი 40 წლის შემდეგ დგება, როცა ორგანიზმში ბუნებრივი ცვლილებები მიმდინარეობს. რა მიზეზებია ეს?

ჰორმონული სისტემის გარდაქმნა

მენოპაუზა დაკავშირებულია ესტროგენის გამომუშავების შეწყვეტასთან, ეს კი ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს. ირღვევა ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლა, რის გამოც სისხლში გლუკოზა და ,,ცუდი” ქოლესტერინი იმატებს.

მეტაბოლიზმის დაქვეითება

იმავე კვების რაციონისა და ფიზიკური დატვირთვის პირობებში შეიძლება წელიწადში 2-3 კილო მოიმატოთ, რადგან შემცირებულია მეტაბოლიზმი, ყოველდღიურად რჩება 60 დაუხარჯავი კილოკალორია, სწორედ ისინი გროვდება.

კუნთოვანი მასის შემცირება

40 წლის შემდეგ კუნთოვანი მასის შემცირება შესამჩნევად ჩქარდება, რაც მეტაბოლიზმს აქვეითებს.

როგორ არ დავუშვათ ჭარბი წონა

აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ჭარბ წონასთან ბრძოლის მეთოდები უნდა გახდეს:

  • კვების რაციონის შემცირება და მისი გაჯანმრთელება: სწრაფი (მარტივი) ნახშირწყლების მოხმარების შეზღუდვა, მისი ჩანაცვლება რთული ნახშირწყლებითა და უჯრედისით მდიდარი კვების პროდუქტებით;
  • ცილოვანი პროდუქტების გამოყენება;
  • სვით მეტი წყალი;
  • ფიზიკური აქტივობის ზრდა, განსაკუთრებით, ცურვა, იოგა, პილატესი;
  • სტრესული სიტუაციების არიდება;
  • დაკავდით შემოქმედებით (ხატვა, ქსოვა);
  • მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე გასეირნებას;
  • სრულფასოვანი ძილი;
  • შეადგინეთ ჯანმრთელობის დღიური, სადაც წონას, მოცულობას, დახარჯულ და მიღებულ კალორიებს აღნიშნავთ.

ეს მარტივი და ამავდროულად მოქმედი ზომები დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების გაჩენის პრევენციაში, ლამაზი და მოწნილი ფიგურის შენარჩუნებაში მრავალი წლის მანძილზე და კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: