მთავარი რჩევები ქაცვის ზეთის გამაახალგაზრდავებელი თვისებები სახის კანისთვის – რაში მდგომარეობს ,,მაგია?”

ქაცვის ზეთის გამაახალგაზრდავებელი თვისებები სახის კანისთვის – რაში მდგომარეობს ,,მაგია?”

by Keti

ქაცვის ნარინჯისფერი ნაყოფი ფლობს შესანიშნავ თვისებებს. გადამუშავების შემდეგ მას მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში იყენებენ. განსაკუთრებით პოპულარულია ქაცვის ზეთი, ვიტამინების, მიკროელემენტების, მინერალებისა და ცხიმების შემცველობის გამო.

მისი ერთ-ერთი სასარგებლო თვისება ორგანიზმის დაბერებისგან დაცვაა. ზეთის გამოყენებას ასევე შემდეგი უპირატესობები აქვს:

  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;
  • გვეხმარება ,,ცუდი” ქოლესტერინის და თრომბების წარმოქმნის რისკის შემცირებაში;
  • გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში;
  • ამტკიცებს იმუნიტეტს;
  • ებრძვის ინფექციებს;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
  • ღვიძლს ფუნქციების აღდგენაში ეხმარება;
  • გვეხმარება კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში.

https://www.instagram.com/p/Boq5fAGD9qF/?utm_source=ig_embed

მრავალი ქალი ქაცვის ზეთს კანის მოსავლელად იყენებს, განსაკუთრებით ეს ეხება დაბერებად კანს.

გამაახალგაზრდავებელ ეფექტთან ერთად ქაცვის ზეთს ახასიათებს შემდეგი:

  • ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ შეხორცებას;
  • ამცირებს ანთებებს მზით დამწვრობის შემდეგ;
  • აუმჯობესებს კანის ელასტიურობას;
  • აქრობს კანის სიმშრალეს;
  • კანს იცავს მოყინვისა და ნაწოლებისგან.

ზეთის დამატება შეგიძლიათ სახის ნიღბების შემადგენლობაში.

https://www.instagram.com/p/BuqMaHZnQYl/?utm_source=ig_embed

გახსოვდეთ, რომ ყველა ნატურალურ პროდუქტს ხშირად აქვს უკუჩვენება. ქაცვის შემთხვევაში, გახსოვდეთ:

  • არ წაისვათ სახეზე განუზავებელი;
  • არ გამოიყენოთ ორსულობისა დ ლაქტაციის დროს;
  • უკუნაჩვენებია შემდეგი: ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს;
  • არ წაისვათ ღია ჭრილობებზე;
  • გამორიცხეთ ქაცბვის ზეთის ალერგიულობა.

https://www.instagram.com/p/Buoa878Ay_f/?utm_source=ig_embed

თუ უკვე გამოყენებული გაქვთ ქაცვის ზეთი კანისთვის, მოგვიყევით კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ. ხოლო თუ თქვენი ნაცნობობა ამ ,,თხევად ოქროსთან” ახლა იწყება, გისურვებთ მისი ყველა უპირატესობით დატკბობას!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: