მთავარი სილამაზე ქეით უინსლეტის დიეტა

ქეით უინსლეტის დიეტა

by Keti

წარმატებული მსახიობი, სამი შვილის დედა, ბედნიერი მეუღლე, სექსუალური, ქერა და უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება კეიტ უინსლეტი გამხდარი არასდროს ყოფილა. თუმცა ამ ფაქტს ოსკაროსანი მსახიობისთვის ხელი არ შეუშლია და ის ქალურობისა და ელეგანტურობის ერთ-ერთი სიმბოლოა.

წონის მატებისადმი მიდრეკილება ,,ტიტანიკის” ვარსკვლავს ყოველთვის აწუხებდა. მისი მდგომარეობა მესამე ორსულობის შემდეგ გამწვავდა, როცა 38 წლის კეიტმა 20 კილო მოიმატა. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ის კვლავ ფორმაში ჩადგა.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეძლო 43 წლის ასაკში სამი შვილის დედამ შესანიშნავი ფიგურის შენარჩუნება.

კეიტ უინსლეტის რაციონი

სამი შვილის მოვლა, მუდმივი გადაღებები ფილმებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოღვაწეობა… მოდური გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ შეუძლია ვარსკვლავს დატვირთული რეჟიმის ფონზე ასე გამოიყურებოდეს.

კეიტმა უპასიხა: ,,მე ძალიან მიყვარს მწვანე წვენები. ჩვენი მაცივარი მუდმივად სავსეა ისპანახით, კომბოსტოთი, კიტრით. დილას ვიწყებ არა ყავით, არამედ ჭიქა ჩაით. შემდეგ კი ვსვამ სმუზებს.

კეიტ უინსლეტი ვეგეტარიანელია. მსახიობმა მთლიანად გამორიცხა რაციონიდან ხორცი, ხოლო თევზი და ზღვის პროდუქტები რაციონში დატოვა. ვეგან მეუღლესთან ერთად, ის განიხილავს მცენარეულ რაციონს, როგორც ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიციის ერთ-ერთ ფორმას. მსახიობი ეწინააღმდეგება ყოველგვარ პლასტიკურ ქირურგიულ ჩარევას.

სოციუმში გამოჩენამდე კეიტი რაციონიდან გამორიცხავს მარილს და წითელ ღვინოს. ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ იარაღად ის წყალს მიიჩნევს.

კეიტ უინსლეტის დიეტა

მსახიობს 20 ზედმეტი კილოს დაკლებაში ელიზაბეტ გრეი გიბაუტის დიეტა დაეხმარა.

ვარსკვლავი გვირჩევს დილა დავიწყოთ ერთი ჭიქა თბილი ლიმონიანი წყლით.  30 წუთის შემდეგ კი ვისაუზმოთ.

საუზმე: 150 გ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ზღვის თევზი და 100 გ წყალზე დამზადებული უშაქრო შვრიის ფაფა. დიეტის დროს მსახიობი არ მიირთმევს მარილს, მას ლიმონის წვენით ან სხვადასხვა სანელებლით ანაცვლებს.

მეორე საუზმე: 200 გ საყვარელი კენკრა, ვაშლი, გრეიფრუტი ან ფორთოხალი. მას აყოლებს ჭიქა წყალს ერთ ნატეხ მწარე შოკოლადთან ერთად.

სადილზე კეიტი მიირთმევს 150 გ ზღვის თევზს, ცილის ომლეტს და ორთქლზე მომზადებულ ბოსტნეულს: ბროკოლი, ყვავილოვანი, სიმინდი. უმი ბოსტნეულის შეცვლა სალათის ფურცლებით, ნიახურით, ბულგარული წიწაკით, სტაფილოთი შეგიძლიათ.

ვახშამიც დაბალკალორიულია. ზღვის კოქტეილის სალათა ბევრი მწვანილითა და ბოსტნეულით. კერძის შეზავება ლიმონის წვენითა და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით შეგიძლიათ.

ვიტამინების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მსახიობი B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს იღებდა.

მცენარეულ დიეტასთან ერთად, უინსლეტი, ძალისმიერი იოგის გაკვეთილებსაც ესწრება, ასევე ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში ძაღლს ასეირნებს.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!