მთავარი კულინარია როგორ გამოვაცხოთ ყავის ტორტი?

როგორ გამოვაცხოთ ყავის ტორტი?

by Keti

ჩვენ მოგიმზადეთ დახვეწილი დესერტის რეცეპტი, რომელიც მოგანიჭებთ დაუვიწყარ შეგრძნებებს. ის საათზე მეტხანს არ გაჩერდება თქვენს სუფრაზე, რადგან ტორტს აღტაცებული სტუმრები უკანასკნელ ნამცეცამდე გაანადგურებენ.

ინგრედინტები
  • 280 გ ხორბლის ფქვილი
  • 170 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
  • 4 სუფრის კოვზი წყალი
  • 750 გ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 16 გ ვანილის შაქარი
  • 40 გ სიმინდის სახამებელი
  • 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 2 სუფრის კოვზი რომი
  • 250 გ მწარე შოკოლადი
  • 200 მლ ნაღები
  • 50 მლ ლიქიორი
  • 240 გ არაჟანი
  • 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
მომზადება
  1. ღრმა ჯამში აურიეთ ფქვილი, 50 გ შაქარი, მუსკატის კაკალი და კარაქი, კარგად გაჭყლიტეთ ხელებით.
  2. დაამატეთ 3 სუფრის კოვზი წყალი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში ცომი და გაასწორეთ მთელი ზედაპირის გასწვრივ, გაუკეთეთ 3 სმ სიგრძის ნაპირები.
  3. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, ჩაასხით თბილი ნაღები, გააცხელეთ შოკოლადის სრულ გახსნამდე. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, ჩაასხით მასში 50 ლ ლიქიორი, აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
  4. ჩაასხით შოკოლადიანი მასა ცომის ძირში და გაასწორეთ კოვზით. შედგით ფორმა საყინულეში, 10 წუთით, რათა შოკოლადი მსუბუქად გაიყინოს.
  5. ხსნადი ყავა ჩაყარეთ ერთ ჭიქა მდუღარეში, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი რომი, ხაჭოში ჩაამატეთ სახამებელი, 16 გრამი ვანილის შაქარი, 100 გ შაქარი, 3 კვერცხი, ყავის ნარევი და ათქვიფეთ მიქსერით კრემის მიღებამდე. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ შოკოლადის ჩისქეიქი 50 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  6. შეურიეთ არაჟანი და 50 გ შაქარი, გაანაწილეთ მთელი ტორტის ზედაპირზე, გამოაცხეთ კიდევ 10 წუთით. ტორტზე დადეთ ტრაფარეტი სხვადასხვა გამოსახულებით და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი საცერით. მოხსენით ტრაფარეტი და მიიტანეთ ლამაზი ყავის ტორტი სუფრაზე.

ცხობისთვის ჯობს გამოიყენოთ 24 სმ დიამეტრის მქონე ფორმა, მაშინ ხაჭოს ტორტი გამოვა მაღალი და მომხიბლავი. თუ არ გაქვთ სიმინდის სახამებელი, შეცვალეთ ის კარტოფილისათი.

გაუზიარეთ ეს დიდებული და ტკბილი ტორტის რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: