მთავარი რჩევები როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად?!

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად?!

by guramus

სამოგზაუროდ წასვლა ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებო დასვენების საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს. დასვენების დღეების გამოყენება უცხო ქვეყნების დასათვალიერებლად მართლაც ყველაზე სასიამოვნო პროცესია, რომლის დროსაც ზედმეტი დროის დაკარგვა არ ღირს. სწორედ ამიტომ, როდესაც თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში სიარულის ნაცვლად სჯობს სახლიდან გაუსვლელად დაგეგმოთ მთელი ტური, თანაც რამდენიმე წუთში. ასეთ მოხერხებულ სერვისს ვებგვერდი Avia.Ge და ასევე მისი მობილური აპლიკაცია გთავაზობთ.

აღნიშნულ საიტზე თქვენ შეძლებთ იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები. ამას Avia.Ge–ს საძიებო სისტემის თანამედროვე და მოხერხებული ინტერფეისის წყალობით მარტივად შეძლებთ. აღნიშნულ საძიებო სისტემას წვდომა აქვს 70–მდე ავია კომპანიის ბაზებთან, რის წყალობითაც ყველაზე ოპტიმალურ და დაბალფასიან აქციას თქვენთვის ორ წუთში პოულობს.

პროფესიონალური გუნდის წარმომადგენლები Avia.Ge–ს სერვისებით სარგებლობისას ნებისმიერ კითხვაზე 24 საათის განმავლობაში გაგიწევენ საინფორმაციო დახმარებას. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს შუამავალს თქვენსა და ავია კომპანიებს შორის, რის გამოც ისინი ყველაზე ობიექტურ და მაღალი ხარისხის დახმარებას გაგიწევენ.

Avia.Ge–ზე იაფი ავიაბილეთების შეძენასთან ერთად, ასევე უამრავ სასარგებლო ინფორმაციისაც მარტივად გაეცნობით. აქ თავმოყრილია სიახლეები ავია კომპანიების უახლესი აქციების შესახებ, ასევე რჩევები საბუთების, ბარგის, სასტუმროს დაჯავშნისა და ნებისმიერი სამოგზაურო დეტალის თაობაზე.

აღნიშნულ ვებგვერდზე ერთ სივრცეში შეხვდებით სიახლეებსა და რჩევებს პოპულარული მიმართულებებისა და დაბალბიუჯეტიანი ფრენების შესახებ. მოხერხებული საძიებო სისტემის წყალობით ვებგვერდის სისტემა თვითონვე აგირჩევთ გასაფრენათ ისეთ თარიღს, რომელ დღესაც ყველაზე დაბალ ფასად შეძლებთ ავია ბილეთების შეძენას.

Avia.Ge–ს ბაზის მონაცემები გამუდმებით ახლდება და ყოველთვის საუკეთესო ინფორმაციას გთავაზობთ ავიაბილეთებისა და ნებისმიერი სამოგზაურო სერვისის შესახებ. ამ ვებგვერდის მობილური აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში თქვენ ასევე სწრაფად და მარტივად შეძლებთ დაჯავშნოთ სასტუმროსა და ავტომანქანების მომსახურებაც. შესაბამისად, სხვადასხვა ოფისში სიარულისა და დროის დაკარგვის ნაცვლად, ამ ვებგვერდის გამოყენება უამრავ დროს დაგაზოგინებთ და თანაც, ბევრად უფრო ნაკლებ ფასად შეგაძლებინებთ მთლიანი მოგზაურობის დაგეგმვას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: