მთავარი რჩევები 7 ახალი ფაქტი კიბოს შესახებ: ვინ არის რისკ ჯგუფი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

7 ახალი ფაქტი კიბოს შესახებ: ვინ არის რისკ ჯგუფი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

by Keti

კიბოს დიაგნოზირებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სამწუხაროდ, კიბომ სიკვდილიანობის სტატისტიკაში კარდიოვარსკვლავურ დაავადებებსაც გადაუწრო.

ფაქტები კიბოს შესახებ

2018 წელს სიმსივნეთა კვლევის საერთაშორისო ორგანომ მოხსენება მოამზადა კიბოს ავადობაზე მსოფლიოს 20 რეგიონში. ახალი მონაცემები განსაცვიფრებელია.

1. შეფასდა, რომ 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით იქნებოდა კიბოს დიაგნოზის 18 მილიონი ახალი შემთხვევა და აქედან ამ მიზეზით 9,6 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა.

2. ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც ერთნაირად ემუქრება ორივე სქესის წარმომადგენელს.

3. მეორე და მესამე ადგილს იკავებენ მკერდის კიბოს დიაგნოზი ქალებში და პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე მამაკაცებში, შემდეგ მოდის მსხვილი ნაწლავის კიბო.

4. სიკვდილის მთავარი მიზეზი ქალებში არის მკერდის სიმსივნე, მეოთხე ადგილს კი საშვილოსნოს ყელის კიბო იკავებს.

5. კიბოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილიანობა დამოკიდებულია ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, ცხოვრების სტილსა და მოსახლეობის შემოსავალზე, ასევე ცნობიერების მაჩვენებელზეც. ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში სიტუაცია გაცილებით მწვავეა.

6. განვითარებად ქვეყნებში სიმსივნის ტიპები გარდამავალია. ავთვისებიან სიმსივნეებ, რომლებიც გამოწვეულია ინფექციებითა და სიღარიბით, ხშირად ცვლის კეთილთვისებიანის გავრცელება, როგორც განვითარებულ ქვეყნებში.

7. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სხვადასხვა ორგანოების კიბო კიდევ დიდხანს დარჩება სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად.

კიბოს პრევენცია

არასასიამოვნო ვარაუდების მიუხედავად, არსებობს გზები, რომლებიც მკვეთრად ამცირებს სიმსივნეების განვითარებას:

  • ხილის, ბოსტნეულის, სამკურნალო მცენარეებისა და თხილეულის ჩართვა რაციონში;
  • ხორბლეულის ჭამა
  • შაქრისა და არაჯანსაღი ფასტ-ფუდების ამოღება
  • დაბალკალორიული პროდუქტების მოხმარება

ასევე უმნიშვნელოვანესია ფიზიკური აქტივობა, ის აკონტროლებს წონას, თავს კარგად გვაგრძნობინებს და ზრდის პოზიტიურ შეგრნებებს.

არ დარჩეთ დიდხანს მზეზე. ცხელ ამინდებში სხეული და სახე დაიცავით ღია, ჰაერგამტარი ქსოვილებით.

რეგულარულად გაიარეთ სამედიცინო შემოწმება.

გაუზიარეთ სტატია სხვებს და გაუფრთხილდით თავს! წესების სწორად დაცვა აგარიდებთ საშიშ დაავადებებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: