მთავარი კულინარია ნამცხვარი ქოქოსის ფანტელებით: ეს თქვენს ფავორიტ დესერტად იქცევა. წელიწადში ორჯერ ვამზადებ. აბა სცადეთ თქვენც.

ნამცხვარი ქოქოსის ფანტელებით: ეს თქვენს ფავორიტ დესერტად იქცევა. წელიწადში ორჯერ ვამზადებ. აბა სცადეთ თქვენც.

by Keti

ცოტამ თუ იცის ავსტრალიური სამზარეულოს შესახებ. დღეს გთავაზობთ ტრადიციული ავსტრალიური დესერტის (ლემინგტონი) რეცეპტს. ის არის ჰაეროვანი, ფოროვანი ბისკვიტი შოკოლადის სიროფითა და ქოქოსის ფანტელებით. ამ ტკბილეულზე ჭკუას კარგავენ დიდებიც და პატარებიც.

ინგრედიენტები:

კვერცხი – სამი ცალი

შაქარი – ორასი გრამი

ზეთი – ასი მილილიტრი

რძე – ორას ორმოცდაათი მილილიტრი

გამაფხვიერებელი – ნახევარი სუფრის კოვზი

ვანილის შაქარი – ერთი სუფრის კოვზი

ხორბლის ფქვილი – ორას ორმოცდაათი გრამი

კაკაოს ფხვნილი – ერთი სუფრის კოვზი

შავი შოკოლადი – ორმოცდაათი გრამი

ქოქოსის ფანტელი – გემოვნებით

მომზადება:

1. თასში შეურიეთ კვერცხი და ას ორმოცდაათი გრამი შაქარი. დაუმატეთ ვანილის შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით, დაახლოებით სამი წუთი.

2. დაუმატეთ ას ოცდახური მილილიტრი რძე და თქვიფეთ კვლავ სამი წუთი.

3. შემდეგ დაამატეთ ზეთი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და გააკეთეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. ჩაასხით ცომი ფორმაში, რომელსაც დაფენილი აქვს ზეთწასმული ქაღალდი. ფორმის ზომეი უნდა იყოს ოცი სანტიმეტრი ოც სანტიმეტრზე.

 

5. შედგით ფორმა 180 გრადისამდე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით

 

6. გამოიღეთ ბისკვიტი, გააციეთ, შემდეგ გადააბრუნეთ და მოაძრეთ ქაღალდი.

7. დარჩენილი რძე და შაქარი ჩაასხით ქვაბში, მიამატეთ კაკაო და შოკოლადი, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე და პერიოდულად ურიეთ. გააციეთ სოუსი ოთახის ტემპერატურამდე.

8. ბისკვიტი გაჭერით თექვსმეტ ნაწილად, თითოეული კუბიკი ამოავლეთ შოკოლადის სოუსში ყველა მხრიდან, შემდეგ კი ჩაყავით ქოქოსის ფანტელებში.

 

მოამზადეთ ნამცხვარი ოჯახისთვის და გაუმასპინძლდით მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: