მთავარი კულინარია მოხარშულ ბრინჯში ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები და შედგით ქურაში. შედეგი თავად შეაფასეთ.

მოხარშულ ბრინჯში ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები და შედგით ქურაში. შედეგი თავად შეაფასეთ.

by Keti

ქათმის ბარკლები ბრინჯით ერთ-ერთი იმ კერძთაგანია, რომლებიც მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად. საჭიროა მხოლოდ ქათმის წინასწარ დამარინადება. ყველაზე კარგია ბარკლები ჩავდოთ არაჟანში და დავამატოთ საყვარელი სანელებლები. ან გამოვიყენოთ სახლის მაიონეზი.

ამ გზით შესაძლოა გამოვაცხოთ არამარტო ბარკლები არამედ ფილეც, რომელსაც დავჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად და წინასწარ დავამარინადებთ სოიოს სოუზში უმარილოდ, რათა ხორცი ძალიან მშრალი არ იყოს.

ინგრედიენტები:

სტაფილო – 4 ცალი

ხახვი – 2 ცალი

ბრინჯი – 2 ჭიქა

ქათმის ბარკლები – 800 გრამი

არაჟანი – 2 სუფრის კოვზი

ხორცის სუნელი – 0,5 ჩაის კოვი

დაფქული შავი პილპილი – ნახევარი ჩაის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყალი – 3 ჭიქა

მზესუმზირის ზეთი – 3 სუფრის კოვზი

მომზადება:

  1. არაჟანში ჩაამატეთ მარილი, ხორცის სუნელი, დაფქული პილპილი და აურიეთ. დაასხით ნარევი ბარკლებს და დადგით არანაკლებ 30 წუთისა.
  2. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო სახეხზე გახეხეთ, მოშუშეთ ბოსტნეული ზეთიან ტაფაში
  3. ჩადეთ ხახვი და სტაფილო ღრმა საცხობ ფორმაში, ზემოდან ბრინჯი დააყარეთ, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი, ჩააწყეთ ბარკლები.
  4. დააფარეთ საცხობს ფოლგა და შედგით ღუმელში 60 წუთით. ტემპერატურა უნდა იყოს 180 ან 200 გრადუსი. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოხსენით ფოლგა.

რჩევა მათ, ვისაც უყვარს უფრო პიკანტური კერძები: მანამ სანამ საცხობს ქურაში ჩავდებთ, ჩაარჭეთ ბრინჯში რამდენიმე გაუფცქვნელი ნივრის კბილი. ხოლო მადისაღმძვრელი ბარკლების რეცეპტი აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს.