მთავარი რჩევები ანემიის სამკურნალო ხალხური მეთოდი, რომელიც უმძიმეს დაავადებას სახლის პირობებში განკურნავს

ანემიის სამკურნალო ხალხური მეთოდი, რომელიც უმძიმეს დაავადებას სახლის პირობებში განკურნავს

by guramus

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: გაზაფხულს სითბოსთან, ყვავილებსა და კარგ განწყობასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მოაქვს. მათ შორის უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია ანემია. გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც ამ პრობლემის დამარცხებაში დაგეხმარებათ.

გაწურეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი, ჩაასხით მუქ ბოთლში თანაბარი რაოდენობით, ბოთლი ცომით შეფუთეთ და 3 საათით შედგით ღუმელში (ნელ ცეცხლზე). თავი არ დაუცოთ, რომ სითხე აორთქლდეს. მიღებული ნარევი მიიღეთ ჭამამდე, დღეში სამჯერ 1 ს/კ. მკურნალობის კურსი 3 თვე გრძელდება. ეს სისხლნაკლებობისგან თავდასაღწევი რადიკალური მეთოდია!

აიღეთ 3 სუფრის კოვზი კრაზა, 2 ს/კ ჭინჭრის დედა, 2 ს/კ მაყვლის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. შეფუთეთ, სამი საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში სამჯერ თითო ჭიქა, ცხელი.

სისხლნაკლებობის დროს, როგორც პოლივიტამინური საშუალება, გამოიყენება ასფურცელას ნაყოფის ნაყენი: 2 ჩ/კ-ს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. გადაანაწილეთ 3-4 ულუფად. დალიეთ დღის განმავლობაში.

ძალზე სასარგებლოა ახალმომზადებული უმარილო ბრინჯის ნახარში. 1/2 ჩაის ჭიქა ჭამის წინ.

ყოველდღიურად უზმოზე საჭიროა 100 გრ გახეხილი სტაფილოს მიღება არაჟანთან და მცენარეულ ზეთთან ერთად.

ნახევარ ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, მოურიეთ. ნარევი 3 ულუფად გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ. სამკურნალო ნარევი 2 კვირის განმავლობაში ყოველ დღე უნდა მოამზადოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: